ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია. როგორც მან აღნიშნა, სამი შემთხვევა იმპორტირებულია, ხოლო მეოთხე ინფიცირებულის შემთხვევაში ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარეობს, რათა დადგინდეს ინფიცირების წყარო.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს, როგორც ეზუგბაია ამბობს, კლინიკაში 26 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რომელთაგან ერთს პნევმონია აქვს.