ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, უმძიმესი ტრაგედია პოლიტიკური მანიპულირების საგნად იქცა, რაც მიუღებელი და მორალურად გაუმართლებელია, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან შაქარაშვილის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, განცხადებები, რომელიც შაქარაშვილის საქმის ადგოკატის და გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის მისამართით ჟღერდება მიუღებელია და მან პოლიტიკური ელფერი მიიღო.
ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ჩაფარცხვაში ყველა ჩართულია. აღნიშნულის შესახებ მან ახალგაზრდებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.