კახეთის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის რამდენიმე პროექტი დასკვნით ეტაპზეა. დასრულდა ქალაქ წნორისა და საგარეჯოს სისტემების მშენებლობა, ქსელი ტესტირების რეჟმშია და მალე მოსახლეობა 24 საათიანი წყლის მიწოდებაზდე გადავა. აქტიური სამუშაოებია თელავში, სადაც აბონენტების გამრიცხვენიალება და ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იგეგმება ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მეორე ეტაპი სამუშაოები.
როგორც უწყებაში აცხადებენ პროექტების განხორციელების შედეგად, აღნიშნული ქალაქებში უწყლობის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.