პარლამენტის დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრის, კობა კობალაძის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. კობალაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
საქმე ეხება თბილისში, 24 ივნისს მომხდარ ფაქტს, რომელზეც ინფორმაცია შსს-მ 12 ივლისს გაავრცელა. აღნიშნულ საქმეში კობა კობალაძის შვილი ფიგურირებს.
შსს-ს ინფორმაციით, კობალაძის პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. გარდა ამისა, საქმეზე, შსს-ს ცნობით, დაკავებულია კიდევ ორი პირი.
კობალაძის შვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.