სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31 392-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათივე განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 559-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 19 419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 234 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.