დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარესა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრ ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება ლევან კობერიძის მხრიდან კითხვებისთვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობის გაპროტესტებას მოჰყვა.რომან კაკულიამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ დეპუტატები მსგავს დღის წესრიგზე შეთანხმდნენ.