ათენში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 6 პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გ
ამოცემის ცნობით, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა სამართალდამცავებს ხელნაკეთი ბომბები დაუშინა, რასაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და მანათობელი ხელყუმბარებით უპასუხა. სამართალდამცავების ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დროს 9 ადამიანი დააპატიმრეს, 15 კი - გამოკითხვის მიზნით დააკავეს.
ცნობისათვის, წუხელ ათენში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით მიღებული ახალი კანონი გააპროტესტა, რომელიც დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განმარტებით, კანონი მშვიდობიანი შეკრების უფლებას არ ზღუდავს და მისი მიზანი მხოლოდ იმ მცირემასშტაბიანი საპროტესტო შეკრებების შეჩერებაა, რომელიც ტრანპორტის მოძრაობასა და კომერციულ საქმიანობას აფერხებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებას სურს, ხელი შეუშალოს საპროტესტო აქციებს, რომელიც, კორონავირუსის გამო გამოწვეული რეცესიის გასაპროტესტებლად, ქვეყანაში შემოდგომაზე დაიწყება.