აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დემოკრატიული პარტიის“ სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს რადიკალმა მემარცხენეებმა „ტვინი გამოურეცხეს“.
„მას ტვინი გამოურეცხეს. მან არ იცის, სად არის. მან არ იცის, რას აკეთებს და ჩვენი ქვეყანა დაზარალდება. ჩვენი საფონდო ბირჟები ჩამოიშლება. ცუდი რამ მოხდება. ისინი პოლიციას დაფინანსებას შეუწყვეტენ და გააუქმებენ. შესაძლოა, იყოს უარყოფითი რეაქცია ან შესაძლოა, ვენესუელის მსგავს ჯოჯოხეთად იქცეს“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს პირბადის ტარების გამო კიდევ ერთხელ დასცინა და აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, „პირბადე ბაიდენს ბედნიერებას ანიჭებს“.