ჩოხატაურში, სოფელ ნაბეღლავისკენ მიმავალ გზაზე, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 8 თვის ბავშვი. არასრულწლოვანი არ დაშავებულა, სხვა მგზავრებს კი მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.