რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე გაჩენილ ხანძარს, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო და ის ეტლით სარგებლობდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სპეციალიზირებული კლინიკებში, ვინაიდან, ის განსაკუთრებული საჭიროების იყო, მის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ.
ხანძრის გაჩენის დროს ბინაში იყო მისი დედა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ხანძრის ქრობის სამუშოებაზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.