სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 346-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 535-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 18 000 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 641ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.