სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობის უკმაყოფილება სერბეთის ხელისუფლების გადაწყვტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში კარანტინის ზომები უნდა გამკაცრდეს.
ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდ ვუჩიჩის თქმით, საფრთხის გამო ბელგრადი რამდენიმე დღით უნდა ჩაიკეტოს. მისი განცხადების შემდეგ სერბეთის პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქტივისტების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, რა დროსაც პოლიციასა და დემინსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამასთან სამართალდამცავებმა შეკრებულების დაშლა ცრემლსადენი გაზის მეშვებოით სცადეს.
მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 43 სამართალდამცავი და 17 აქტივისტი დაშავდა.