კოვიდ პასპორტის შესაძლო დანერგვასთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოსაზრებებს მოთხოვნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პასუხობს. როგორც თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ პასპორტს არ აღიარებს. მისივე განმარტებით, კოვიდ ტესტის პასუხი 72 საათის განმავლობაშია ვალიდური და უფრო ადრე ჩატარებულ ტესტს დაცვის არანაირი გარანტია არ გააჩნია.
მინისტრის მოადგილე არ უარყოფს, რომ საზღვრის გახსნა გარკვეულწილად რისკის მატარებელია, თუმცა გაბუნიას თქმით, ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის ტესტირება ქვეყნის დაცულობას უზრუნველყოფს.