მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილობრივები მკვლელობის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარის მიზეზი ბაბუის მხრიდან საკუთარ რძალზე სექსუალური ძალადობა იყოს. მათივე ინფორმაციით, ციხიდან გამოსულმა შვილიშვილმა მის დედაზე ძალადობის გამო, შური იძია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას გულისხმობს.