ხანძარი იყო წინანდალში, სასტუმრო "რედისონში". სასტუმროდან დამსვენებლებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც "პალიტრანიუსს" ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, სასტუმროში დაკვამლიანება ღამის 12:00 საათისთვის შენიშნეს.
სასტუმრო "რესიდონ ქოლექშენი - წინანდლის მამულის" გენერალურმა მენეჯერის, ელენე ოთარაშვილს თქმით, სასტუმრო "რედისონში" გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდრებულია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველა დამსვენებელი და თანამშრომელი უსაფრთხოდაა.
"ცეცხლი გაჩნდა სასტუმროს მე-5 სართულზე, საუნის ლოკაციაზე. ცეცხლი არის სრულად ლიკვიდირებული, აბსოლუტურად ყველა სტუმარი და ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდაა. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი უსაფრთხოების სისტემა, შესაბამისად ყველაფერი მოხდა უსაფრთხოდ. ეკიპაჟი მოსულია, მიმდინარეობს კვამლის განეიტრალება. ზარალი არის უმნიშვნელო. აბსოლუტურად ყველა დამსვენებელი და ყველა ჩვენი გუნდის წევრი დროულად იქნა გამოყვანილი შენობიდან. რა გახდა ამის მიზეზი, დავადგენთ", - განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.