„საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოსა“ და USAID-Zrda -ს მხარდაჭერით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმელის „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება.
„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმელის საწარმოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმამიიღეს.
„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, „სტარტაპ-საქართველოსა“ და USAID-Zrda-ს ერთობლივი ახალი ინიციატივა გულისხმობს პირობითი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყონ ინოვაციური, სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესები, ადგილზე მეტი საწარმოსა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.