ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩინეთში ბუბონური შავი ჭირის ეპიდემია კარგად კონტროლდება და გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს.
"ჩვენ ეპიდემიურ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ამ მომენტისთვის არ ვთვლით, რომ მისი გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს, თუმცა სიტუაციას მთელი სიფრთხილით ვაკონტროლებთ",- განაცხადა ჯანმო-ს პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.
შეგახსენებთ, 5 ივლისს ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ბაიანნურში ბუბონური შავი ჭირის პრევენციის მიზნით საფრთხის მე-3 დონე გამოაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგიონში ბუბონური შავი ჭირის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, რეგიონში გასული წლის ნოემბერში ბუბონური შავი ჭირის ოთხი შემთხვევა დადასტურდა.