იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, ძლიერ წვიმის სულ ცოტა ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Japantimes-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის მაშველები 8 დაკარგულს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კუმამოტოსა და კაგოშინას პრეფექტურებში 76 600 ადამიანის ევაკუაცია აუციელებელი გახდა. გარდა ამისა, სტიქიის გამო, 8000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. მან დაზარალებულ მხარეში სამაშველო და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობისთვის 10 000 ჯარისკაცის გაგზავნის განკარგულება გასცა.