ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანისა და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან შესაძლო ჩარევას შეეხება, დეპუტატები ეხმაურებიან.
პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთისგან დესტრუქციული ქმედებები გასაკვირი არ არის, თუმცა საქართველოს ამის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი რესურსი აქვს.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ითანამშრომლებს. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რუსეთი „ქართული ოცნების“ სახით ერთგული მთავრობის შენარჩუნებას შეეცდება.
„ქართულ ოცნებას“ რუსეთის ერთგულ პარტნიორად მოიხსენიებენ „ევროპულ საქართველოშიც“.