ოპოზიციური პარტიები კვლავ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთან, პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია.