პრემიერ-მინისტრი საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესს ისტორიულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყანას დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევს. მისი განცხადებით, ამ პროცესის საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ღია, დემოკრატიკული და კონკურენტუნარიანი არჩევნები. გახარიამ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს მოუწოდა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის პროცესში პოზიტიური როლი შეიტანოს, რათა ეს პროცესი საბოლოოდ დემოკრატიული არჩევნებით დაგვირგვინდეს.