Airbus-ი მომავალი ორი წლის განმავლობაში წარმოებას 40%-ით შეამცირებს. ამის მიზეზი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, კორონავირუსის პანდემიის გამო ავიალაინერებზე მოთხოვნის შემცირება გახდა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, მომდევნო ორ წელიწადში, კომპანიაში ელოდებიან, რომ წარმოება და მიწოდება შემცირდება 40% -ით, ვიდრე დაგეგმილი იყო.
როგორც გამოცემა წერს, წარმოების 40%-იანი შემცირება გამოიწვევს კომპანიის პერსონალის რესტრუქტურიზაციას. დეტალებზე Airbus-ი კომენტარს ივლისის ბოლომდე გააკეთებს. წინასწარი პროგნოზით კი წარმოების შემცირება 14 - 20 ათასი დასაქმებულის ეტაპობრივ გათავისუფლებას გამოიწვევს.