ქართველი გიდები სახელმწიფოსგან დახმარებას ისევ ითხოვენ. მათ აქცია ფლეშმობი გამართეს, რომლის მიზანიც სახელმწიფოსთვის გიდების არსებობის შეხსენება იყო.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან კვლავ დაუბრუნდნენ სამუშაოს იმ რეგულაციების გათვალისწინებით რომელსაც მსოფლიო დანჯაცვის ორგანიზაცია აქვეყნებს. გიდები ამ ეტაპზე მხოლოდ საზღვრების გახსნას ელოდებიან.
რაც შეეხევა სახელმწიფოსგან დახმარებას, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათი სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ და კვლავ ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მათი პრობლემებიც გაითვალისწინოს.
გიდები ერთგვარ გაერთიანებასაც აყალიბებენ, რომლის მიზანიც სხავდასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და სფეროში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი იქნება.