"ევროპული საქართველო" მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ არ აღდგეს რეგულარული საერთაშორისო ფრენები, საზიანოს უწოდებს. როგორც პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი საზღვრებს უხსნის საქართველოს, მთავრობის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია.
კანდელაკმა კორონავირუსის გამო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე გაამახვილა ყურადღება და მთავრობას მოუწოდა, საქართველომ გახსნას რეგულარული ფრენები ევროკავშირის იმ სახელმწიფოებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კარგია.