საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმიანება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საარჩევნო სისტემის ცვლილების შედეგად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი უფრო ფართო წარმომადგენლობის და შესაბამისად უფრო მაღალი ლეგიტიმაციის იქნება.
კვირიკაშვილი მადლობას უხდის ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც აღნიშნული ცვლილებების მიღება უზრუნველყო და საერთაშორისო პარტნიორებს, პროცესის ხელშეწყობისთვის.