საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებიტ შავი ზღვა საქართველოს მომავალი, ბედი და კარიბჭეა და თუ ქვეყანაში მეზღაურის პროფესია არ გახდა დაფასებული ქვეყანა ეკონომიკურად ვერაფერს მიაღწევს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანა ვერაფერს მიაღწევს თავისი ძირითადი ფუნქციის - ლოგისტიკური ჰაბის წარმატებით განხორციელებაში - თუ საზღვაო ინფრასტრუქტურა არ იქნება მძლავრი.
პრემიერმა 12 ათას ქართველ მეზღვაურს პროფესიული დღე მიულოცა და ნაოსნობებიდან შინ მშვიდობით დაბრუნება უსურვა.