ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 331 მილიონ 160 ათასი ლარით, ანუ 0.67 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველი ივნისისთვის 49 მილიარდ 450 მილიონი ლარი შეადგინა.
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ამასთან, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5 მილიარდ 130 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.37 პროცენტია.