ჩინეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნიული კომისია აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 11 პეკინში გამოვლინდა.
როგორც ცნობილია კორონავირუსის ახალი შემთხვევები პეკინის ბაზართან არის დაკავშირებული, საიდანაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა გავრცელდა. ბოლო მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 83 462 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 4 634 და გამოჯანმრთელებულია 78 443 ადამიანი.