დონალდ ტრამპს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ აშშ-ის ჯარისკაცების ყოფნა ევროპაში მნიშვნელოვანია ნატოსთვის. ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე შეერთებული შტატებისთვის,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „დოიჩე ველესთან“ აუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში, აძლიერებს ჩრდლილოეთ ამერიკის უსაფრთხოებას.
სტოლტენბერგის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ერად იდგებიან და ერთმანეთს მხარს დაუჭერენ.
„მტკიცედ მწამს, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა სპერამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან კონსულტაციებს გაივლის და რომ აშშ ევროპის უსაფრთხოების საკითხის მიმართ ერთგული რჩება,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ს გერმანიიდან 9 500-მდე ჯარისკაცი გაჰყავს.