პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა თემაზე - "არჩევნები და პანდემია", დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით იმართება.
შეხვედრას ესწრება არასამთავრობო სექტორიც.
შეხვედრაზე იმის შესახებ იმსჯელებენ თუ რა წესები და რეგულაციები უნდა შემუშავდეს იმისთვის, რომ არჩევნები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.