ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, 18-დან 11 შემთხვევა შიდა გავრცელების ფაქტია, 7 კი სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. შიდა გავრცელების შემთხვევებიდან 9 პეკინზე მოდის. ამასთან, გასულ დღე-ღამეში, ოფიციალური ცნობით, ჩინეთში კორონავირუსით არავინ დაღუპულა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით სულ 83,396 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 78,413 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამდ მკურნალობს 350-მდე ადამიანი, ხოლო 4,634 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.