საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვინც აქ ვიდექით, განსაკუთრებით ისინი, ვინც სისხლი დაღვარა, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა თავისუფლებას იმსახურებს, ზუსტად ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და არა - ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, არ არსებობს ძალა, როგორი ოლიგარქიული მმართველიც არ უნდა იყოს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას დაუპირისპირდება.