მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით შეწამლეს. ისინი იმედს გამოთვამენ, რომ შენობაში მყოფი თანამდებობის პირები, კერძოდ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მომავალ წელს კანცელარიაში აქ აღარ იქნება და პროტესტის კვლავ გამოხატვა აღარ მოუწევთ. მოძრაობის წევრები გეგმავენ, დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციები შეწამლონ, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენცია და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრიც.