ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო აქცია, თუკი რამე ყოფილა, მთელს მსოფლიოში, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა პალიტრანიუსს დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი აქციაზე, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე სიმბოლურად გაიმართება, დაახლოებით 20-მდე გამომსვლელი მიმართავს სიტყვით საზოგადოებას. ამასთან, მაქარაშვილის თქმით, ეცდებიან, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაითვალისწინონ არსებული ყველა რეკომენდაცია.