ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს. პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია "პალიტრანიუსმაა" ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა. 3 მილიონ ლარამდეა დახარჯული სამშრიანი პირბადეების შესყიდვაზე, 8 609 146 ლარი სამედიცინო კომბინიზონებზე, 282 547 ლარი უკონტაქტო თერმომეტრებზე და 2.5 მილიონ ლარზე მეტი ნიღბებზე.
ჯამურად ეკიპირებაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა საშუალებების და მომსახურების შესყიდვაზე, სამი თვის განმავლობაში 22.5 მილიონ ლარამდეა დახარჯული.