დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით დღეს არსებული დინამიკა არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას და არც არჩევნების ჩატარებას და თუკი საზოგადოება დაიცვას იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს შესაძლოა საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა აღარ იყოს. მისივე თქმით, თუ საზოგადოება არ გაუფრთხილდება ბოლო სამი ოთხი თვის განმავლობაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებულ მონაპოვარს ვითარება ქვეყანაში გაუარესდება და შესაძლოა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც გახდეს საჭირო.