ოპონენტებისგან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით რეაქციები მაგალითია, როგორ ცდილობენ ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, ითარგმნოს მათ მხარდაჭერად - დავით ზალკალიანი - Palitra News
პირველი რეაქციები ოპონენტების მხრიდან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით არის ზუსტად ის მაგალითი, როგორ ცდილობს ოპოზიცია ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, გამოყენებული იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ითარგმნოს, როგორც მათი მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს არანაირი პოლიტიკური ძალა არ აქვს და ის მხოლოდ კვლევაა, რომელსაც მათთვის „ძალიან პატივისცემული „რესპუბლიკელები“ აწერენ ხელს“.