საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა რომელთანაც გამკლავებას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს მარტო.
გახარიას თქმით, ის ყოველდღიურ კავშირზეა სომხეთის პრემიერთან და უკვე მოხდა იდენტიფცირება თუ რა სახის დახმარება სჭირდება მეზობელ სახელმწიფოს. პრემიერის თქმით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარების პაკეტი რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს სომხეთს. როგორც ირკვევა ოფიციალური ერევანი საქართველოსგან სამედიცინო პერსონალით დახმარებას ითხოვს.