ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.მისივე თქმით, ისრაელიდან ტურისტების მიღებაზე მიღწეული შეთანხმება, აღნიშნულ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო არ გაფორმდა.როგორც გახარიამ აღნიშნა, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება.