სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის ხარისხის ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის აკრედიტაცია მოიპოვა, რაც ლაბორატორიის მიერ გაცემულ შედეგებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულს ხდის.
ლაბორატორიაში ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც რეგიონული სტანდარტების, ისე თესლის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად. თესლის ხარისხის ლაბორატორია 2015 წელს შეიქმნა და თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღიჭურვა. 2015 წლიდან ლაბორატორიის თანამშრომლებმა არაერთი გადამზადება გაიარეს.
ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა და კვლევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. ლაბორატორიამ აკრედიტაციის მისაღებად საჭირო პროცედურების დანერგვა 2019 წელის დაიწყო.