ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკის სამი თანამშრომელი "არაადეკვატური ქცევების მქონე" პაციენტებისგან დაინფიცირდა.
როგორც სოლოღაშვილმა განაცხადა, კლინიკამ რამდენჯერმე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა მათგან დახმარება ვერ მიიღო. მისივე თქმით, ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ", - განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და დაინფიცირებული პირები პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაყვანილები იყვნენ ბოქსირებულ განყოფილებაში.