კომპანია GAP-მა კორონავირუსის ეპიდემიის გამო პირველი კვარტალი 932 მილიონი დოლარის ზარალით დაასრულა. ამასთან, კომპანიის აქციების ღირებულება 8%-ით შემცირდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
კომპანია Gap-ი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 2 ათას 800 მაღაზიას ფლობს, ამბობს, რომ რეგიონში მაღაზიების 55% ამჟამად ღიაა და ონლაინ გაყიდვებიც იზრდება.
კომპანიის ინფორმაციით, პირველ კვარტალში წმინდა ზარალმა 932 მილიონი დოლარი შეადგინა, წმინდა შემოსავალი 43%-ით შემცირდა და 2 მილიარდ 11 მილიონი დოლარი შეადგინა.