პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას და მთავრობის დანარჩენ წევრებს არც ერთ ფორმატში შეხვედრის პრობლემა არ აქვთ. მისივე თქმით, მსგავს ფორმატში სამუშაო შეხვედრის ჩატარება კომიტეტის ინიციატივა იყო.