სოციალური ქსელი "ფეისბუქი" რუსეთის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მარკირებას იწყებს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოგვიანებით კომპანია დაბლოკავს მედიასაშუალებების იმ რეკლამებს, რომლებიც ამერიკელ მომხმარებლებზეა გათვლილი.
როგორც ცნობილია, "ფეისბუქი" თავდაპირველად 200-მდე მედიაორგანიზაციის მონიშვნას განახორციელებს, მათ შორის რუსეთის Sputnik-ის, ირანის Press TV-ისა და ჩინეთის Xinhua News-ის.
ცნობისათვის, "ფეისბუქი" პირველი კომპანია არ არის, რომელიც მსგავს ნაბიჯს დგამს. 2018 წელს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პლატფორმა "იუთუბმა" იმ ვიდეო არხების იდენტიფიცირება დაიწყო, რომლებიც, ძირითადად, ახალ ამბებს გადმოსცემდნენ და სხვადასხვა მთავრობის მიერ ფინანსდებოდნენ.