ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში „საბურთალოს კლასტერიდან“ ჯამში 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 ახალია.
კლინიკაში კოვიდ-19-ის მქონე სულ 23 პაციენტია.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა დღეს ნიღბების ტარებაზე რეგულაციების შემოღების მოცემულობა შეაფასა. მისი თქმით ახალი რეგულაციები საჭირო და დროულია, რადგან ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეეჩვიოს სიტუაციას და მოადუნოს ყურადღება უსაფრთხოების კუთხით.