ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებების გარდა, ორმხრივი ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა თომას ბარაის ქვეყანაში პანდემიის კუთხიუთ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განუცხადა, რომ ქვეყანა 1 ივლისიდან მზადაა საერთაშორისო ტურისტები მიიღოს.