თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საკარანტინო რეჟიმიდან იხსნება. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ამიტომ გადაწყდა რომ მუნიციპალიტეტში შეზღუდვები მოიხსნას. ამასთან, პრემიერი რაიონში მცხოვრებლებს მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილე დაიცვან.