„გაზპრომს“ Nord Stream 2-ის საქმეზე შესაძლოა, 50 მილიონ ევროს ჯარიმა დაეკისროს. პოლონეთის ანტიმონოპოლური სამსახური UOKiK-ი რუსული გაზის გიგანტს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციამ სარჩელი უკვე აღძრა.
როგორც პოლონეთის ანტიმონოპოლური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წლის დასაწყისში, სამსახურმა „გაზპრომს“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების მიწოდება სთხოვა. ეს იყო „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის მიერ დადებული კონტრაქტები სხვა კომპანიებთან, რომლებიც აფინანსებდნენ Nord Stream-2 მშენებლობას. ძირითადად ხელშეკრულებები ეხებოდა გაზის გადატანას, განაწილებას, გაყიდვას, მიწოდებასა და შენახვას. მიუხედავად „გაზპრომის“ ვალდებულებისა, რომ ითანამშრომლოს მენეჯმენტთან, კომპანიამ ანტიმონოპოლურ სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა. თუმცა, მათი ცნობით, „გაზპრომმა“ რამდენჯერმე უარი თქვა დოკუმენტაციის მიწოდებაზე.