პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით საქართველოში ვირუსის ორი ახალი კლასტერი გაჩნდა ერთი საბურთალოზე ხოლო მეორე მარნეულის სოფელ იმერში. პრემიერმა საზოგადოებას ელემენტარული წესების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქემ უნდა ატაროს ნიღაბი, როგორც ტრანსპორტში, ასევე ტავშეყრის ადგილებში, რაც უკიდურესს საჭიროებას წარმოადგენს.