პოლიციამ თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მომიტინგეებმა, რომლებიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, საგზაო ნიშნები და პლასტმასის ბარიერები დაახვავეს და ცეცხლი წაუკიდეს, ზოგიერთმა მათგანმა ახლომდებარე შენობიდან ამერიკის დროშა ჩამოხსნა და ცეცხლი წაუკიდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, დაკავების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს მიბჯენილი. მოგვიანებით გონდაკარგული ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.